ვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ზებრები სოციალური ცხოველები არიან. ზოგიერთები იმდენად ძლიერ ჯგუფებს ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ჯოგი შეიძლება ათასობით ჩლიქოსნისგან შედგებოდეს, თუმცა ეს ჯგუფი შიგნით პატარა ოჯახურ გაერთიანებებადაა დაყოფილი, რომლებშიც ერთი ულაყი და მისი რამდენიმე ფაშატია თავმოყრილი. ამგვარი „ჰარამხანების“ შექმნა ზებრების პოლიგამიურობითაა განპირობებული.