თბილისის ზოოპარკში ქვეყანას ძალიან ლამაზი, კაკაოსფერი, შავკუდა და ცხვირზე თეთრნიშნიანი პონი მოევლინა. დასეირნობს დედასთან ერთად და უკვე მეგობარიც გაიჩინა – ცოტა ხნის წინ გაჩენილი მეორე პონი. დედა და ახალშობილი ღია ვოლიერში იმყოფებიან და მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.