მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება
23/05/2015
23 მაისს თბილისის ზოოპარკში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც ზოოპარკში ყოველწლიურად ტარდება, საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

წელს მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა იყო „ცხოველებთან დაკავშირებული სტერეოტიპები საზოგადოებაში და მათი გავლენა ადამიანთა ქცევაზე“.
 
მონაწილეების ნაშრომებს აფასებდნენ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი, ბიოლოგიის დოქტორი მზია ვარაზაშვილი;
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი, ბიოლოგიის დოქტორი მაია ზიბზიბაძე;
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ნატო სულთანიშვილი;
4. თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი;
5. თბილისის ზოოპარკის კვლევისა და განათლების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი ია სამადაშვილი;
6. თბილისის ზოოპარკის კვლევისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი ირმა ბოჭორიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე).

გამარჯვებულებს გადაეცათ I, II და III ხარისხის დიპლომები. გარდა ამისა, გამოვლინდა ჟიურის სიმპათიაც.

I ხარისხის დიპლომის მფლობელები გახდნენ:

1. ზურა ყურულიშვილი, სკოლა „ცოდნა“, V კლასი, პედ. რუსუდან ფარეხელაშვილი;
2. ნიკოლოზ მითაიშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, VIII კლასი, პედ. ეკატერინე მითაიშვილი;
3. ანა იოსელიანი, სკოლა „ბინული“, X კლასი, პედ. მარინა ჭელიძე.

II ხარისხის დიპლომის მფლობელები გახდნენ:

1. ნინი დუმბაძე, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, VI კლასი, პედ. ხათუნა გოგალაძე;
2. ნიკოლოზ ფილაური, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, VIII კლასი, პედ. გურანდა გაბუნია;
3. მანანა ალოიანი, 103-ე საჯარო სკოლა, IX კლასი, პედ. ხათუნა მირველაშვილი.

III ხარისხის დიპლომის მფლობელები გახდნენ:

1. სოსო ალავიძე, 24-ე საჯარო სკოლა, VI კლასი, პედ. ელისო კახიანი;
2. ალექსანდრე ხუხუნაშვილი, სკოლა „ბინული“, VII კლასი, პედ. მარინა ჭელიძე;
3. გიორგი შეყილაშვილი, ლუკა კოპლატაძე, 177-ე საჯარო სკოლა, IX კლასი, პედ. ლიკა მაისურაძე.

ჟიურის სიმპათია:

მარიამ ჭიკაიძე, თეონა ფოცხვერაშილი, სოფო ციხელაშვილი, ნანა გულბათაშვილი, დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურის საჯარო სკოლა, IX კლასი, პედ. ანა ბედოშვილი.
 
თბილისის ზოოპარკმა მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სიგელები გადასცა გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს:

1. რუსუდან ფარეხელაშვილი, სკოლა „ცოდნა“, ბიოლოგიის პედაგოგი;
2. ეკატერინე მითაიშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბიოლოგიის პედაგოგი;
3. მარინა ჭელიძე, სკოლა „ბინული“, ბიოლოგიის პედაგოგი;
4. ხათუნა გოგალაძე, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ბიოლოგიის პედაგოგი;
5. გურანდა გაბუნია, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ბიოლოგიის პედაგოგი;
6. ხათუნა მირველაშვილი, 103-ე საჯარო სკოლა, ბიოლოგიის პედაგოგი;
7. ლიკა მაისურაძე, 177-ე საჯარო სკოლა, ბიოლოგიის პედაგოგი;
8. ელისო კახიანი, 24-ე საჯარო სკოლა, რუსული ენის პედაგოგი.

გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები თბილისის ზოოპარკის, „ორიფლეიმისა“ და „კასტელისგან“. დაჯილდების ცერემონიას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც დაესწრო და გამარჯვებულები დიპლომებითა და სამახსოვრო სუვენირებით დააჯილდოვა.

თბილისის ზოოპარკი, პროექტის არსებობის 4 წლის მანძილზე აღმოჩენილი თანადგომის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძოდ: ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა და ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს ეკა სლოვინსკის და ამავე დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტებს მზია ვარაზაშვილსა და მაია ზიბზიბაძეს; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კერძოდ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსს ნატო სულთანიშვილს.

უღრმესი მადლობა კონფერენციის მხარდამჭერებს: საბურთალოს რაიონის გამგეობას და კომპანიებს „ორიფლეიმი“ და „კასტელი“.

მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს.