სამეცნიერო პიკნიკი
03/10/2012
29 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში თბილისის ზოოპარკმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენს კარავში დამთვალიერებელს შეეძლო ენახა 2 სახეობის მახრჩობელა გველი, გეკონი, კუ, ზღვის გოჭები და თუთიყუშები. ასევე წარმოდგენილი გვქონდა ეგზოტიკური ფრინველების კვერცხები, გველის გამოცვლილი ტყავები და სხვა.

ჩვენი თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, სიამოვნებით პასუხობდნენ კითხვებს და გასცემდნენ ინფორმაციას ცხოველების შესახებ.