ზოოპარკში ცხვირრქოსანი გველგესლები დაიბადნენ
12/10/2011
სასიხარულო ამბავი! ზოოპარკში 5 ცხვირრქოსანი გველგესლა დაიბადა!
 
ეს გამორჩეული გარეგნობის შხამიანი გველი კავკასიის ენდემს წარმოადგენს და მეტწილად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა გავრცელებული. სომხეთსა და აზერბაიჯანში მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებია დაფიქსირებული, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი, როგორც ენდემური სახეობის მნიშვნელობას. საქართველოს მასშტაბით ცხვირრქოსანი გველგესლას გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია და ძირითადად სამცხე-ჯავახეთს, ბორჯომის ხეობასა და თეთრიწყაროს რაიონს მოიცავს.