საახალწლო სპექტაკლი
30/12/2012
ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად, ყოველი წლის დასრულებას საახალწლო სპექტაკლით აღნიშნავს. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და 30 დეკემბერს, ცენტრის პატარა და დიდმა მოსწავლეებმა 2 არაჩვეულებრივი სპექტაკლი შემოგვთავაზეს.
 
რემდენიმედღიანმა რეპეტიციებმა, ნერვიულობამ, „ჩემი ტექსტი დამეკარგა-დამავიწყდას“ ძახილმა და მასწავლებლებისა და პატარა მსახიობების შრომამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. გახდა 14:00 საათი და სპექტაკლიც დაიწყო... ზეიმი საახალწლო სიმღერებმა, თოვლის ბაბუას სტუმრობამ, ბევრმა სიცილმა, ცეკვამ და შუშხუნებმა დააგვირგვინა. ერთმანეთს საუკეთესო განწყობით, კეთილი სურვილებითა და მომავალი შეხვედრების მოლოდინით დავემშვიდობეთ.