ზოოპარკში 3 თეთრი ვეფხვი დაიბადა
27/03/2013
კიდევ ერთი სენსაციური და სასიხარულო ამბავი თბილისის ზოოპარკისგან: დღეს ჩვენმა ბენგალიურმა თეთრმა ვეფხვმა კამერონმა 3 ლამაზი ბოკვერი დაბადა! ეს თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვების გამრავლების პირველი შემთხვევაა. პატარების სქესი ჯერჯერობით არ ვიცით.
 
იმედი გვაქვს, რომ კამერონი პატარების მოვლის საპასუხისმგებლო ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს და სამივე ბოკვერის გაზრდას შეძლებს.