ლექცია ვოლიერში
15/04/2013

14 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორმა, მწერალმა დათო ბარბაქაძემ ლემურების ახალ, მშენებარე ვოლიერში ჩაატარა დამატებითი ლექცია თავისი სტუდენტებისთვის, თემაზე: „ევროპული ლიტერატურის ისტორია: გერმანული რომანტიზმი“. ლექციას ოცდაათამდე სტუდენტი დაესწრო.