9 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს თბილისის ზოოპარკის ზოოლოგიურ-ეკოლოგიური წრე
27/09/2021
ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო!

9 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს თბილისის ზოოპარკის ზოოლოგიურ-ეკოლოგიური წრე!

მოსწავლეთა ასაკი: 5-დან 16 წლამდე.
ერთი თვის სწავლის საფასური: 30 ლარი. 

მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები ზოოპარკის ტერიტორიაზე დაიშვებიან უფასოდ, სპეციალური საშვით. სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, ვემსახურებით უფასოდ.
 
მეცადინეობების განრიგი:

5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფი: შაბათი, 13:00 საათი. ხანგრძლივობა: 1 სთ.
7-8 წლის ასაკობრივი ჯგუფი: შაბათი, 15:00 საათი. ხანგრძლივობა: 1 სთ.
9-12 წლის ასაკობრივი ჯგუფი: კვირა, 12:00 საათი. ხანგრძლივობა: 1,5 სთ.
მოხალისეთა სკოლა თინეიჯერებისთვის (13-16 წლის ასაკობრივი ჯგუფი): შაბათი, 10:30 საათი. ხანგრძლივობა: 2 სთ.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დამატებითი წესები კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით:
მეცადინეობები ჩატარდება ძირითადად ღია სივრცეში. უამინდობის შემთხვევაში მოსწავლეები თავს შეაფარებენ ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის შენობას. მეცადინეობების დროს სრულად იქნება დაცული სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. 
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 10 მოსწავლეს. მეცადინეობის წინ ბავშვები გაივლიან თერმოსკრინინგს. აუცილებელია პირბადის გამოყენება. მოსწავლებმა ასევე უნდა იქონიონ წყალი. მშობლები შენობაში არ დაიშვებიან. 
საგანმანათლებლო ცენტრის ყველა თანამშრომელი ვაქცინირებულია.

ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით მსურველების რეგისტრაცია იწარმოებს 4 ოქტომბრამდე.

დასარეგისტრირებლად წარმოადგინეთ:
• მოსწავლის სახელი, გვარი;
• მოსწავლის ასაკი; 
• საკონტაქტო ინფორმაცია (მშობლის, ან მეურვის ტელეფონის ნომერი).

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონულად, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 17:00 საათამდე.

ტელ.: 213 10 88 
მობ.: 599 470 471
ელფოსტა: education@zoo.ge
თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი