(Capra cylindricornis)
აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი დიდი კავკასიონის ენდემია და ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე ბინადრობს. მამრს მოზრდილი, თითქმის ერთ მეტრამდე დახვეული რქები აქვს, რომელსაც გამრავლების პერიოდში პაექრობისთვის იყენებს. წლის უმეტეს დროს მამრი შუნებისგან (მდედრი ჯიხვი) ცალკე ატარებს და მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში, გამრავლების პერიოდის დადგომისთანავე ერთიანდებიან ჯგუფებად. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი: საფრთხესთან ახლოს მყოფი
საქართველოს წითელი ნუსხა: მოწყვლადი