(Aegypius monachus)
სვავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველია. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2,5-3 მეტრია. სიდიდით ოდნავ ჩამოუვარდება ანდურ კონდორს. ძირითადად ლეშით იკვებება და საკვების მოსაძებნად საათობით დაფრინავს დიდ ტერიტორიებზე. ცნობილია, რომ სვავს 6900 მეტრის სიმაღლეზეც კი შეუძლია ფრენა. მტაცებელი ძუძუმწოვრების გასანადგურებლად გამოყენებული სატყუარებით მოწამვლა ბოლო 200 წლის მანძილზე სვავის პოპულაციის მკვეთრად შემცირების მიზეზი გახდა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა: საფრთხესთან ახლოს მყოფი
საქართველოს წითელი ნუსხა: საფრთხეში მყოფი