წინააზიური ჯიქი

(Panthera pardus saxicolor)


ჯიქის 8 ქვესახეობიდან წინააზიური ჯიქი ზომით ყველაზე დიდია. ის მარტოხელა ცხოველია და ღამით ნადირობს. ძლიერი აგებულება და სხეულთან შედარებით არაპროპორციულად დიდი თავის ქალა და ყბები მოზრდილი მსხვერპლის დაჭერის შესაძლებლობას აძლევს. წარსულში წინააზიური ჯიქი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენების პირასაა. საქართველოში ჯიქი ბოლოს 2007 წელს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ნახეს. ჯიქი ბუნებაში 15, ხოლო ტყვეობაში 20 წლამდე ცოცხლობს. 


ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა: საფრთხეში მყოფი

საქართველოს წითელი ნუსხა: კრიტიკულ საფრთხეში მყოფი