მოხალისეობა


თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრმა, სპეციალურად იმ ადამინებისათვის რომელთაც აინტერესებთ და უყვართ ცხოველთა სამყარო და სურვილი აქვთ, რომ ახლო კონტაქტი ჰქონდეთ ცხოველებთან, შეიმუშავა მოხალისეთა პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით მათ ეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი, რომ
აიხდინონ სურვილი და ურთიერთობა იქონიონ უამრავ ეგზოტიკურ თუ საქართველოს ბინადარ ცხოველთან.

მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  მსურველებს 12 წლის ასაკიდან, რომლებიც ცენტრში გასაუბრების გავლის შემდეგ განაწილდებიან მტაცებლების, ჩლიქოსნების, ფრინველების, ეგზოტარიუმის განყოფილებაში და მონაწილეობას მიიღებენ ამ განყოფილების ცხოველების მოვლაში. მოხალისეთათვის გათვალისწინებულია ზოოპარკში როგორც უფასო შემოსვლა, ასევე ლექციების უფასო კურსი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64

ტელ.: (+995 32) 213 10 88

მობ.: (+995) 595 90 67 90
ელ.ფოსტა:
education@zoo.ge