ექსკურსია ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრმა სკოლებისა და ბაღების მოსწავლეებისთვის შეიმუშავა სხვადასხვა თემატიკის 2-საათიანი შემეცნებით-გასართობი ტურები, თემებით: „ველური ბუნება ყველგანაა“, „ცხოველების ანბანი“, „ფერები ველურ ბუნებაში“ და სხვა. ექსკურსიის დროს ცენტრის თანამშრომლები ბავშვებს აცნობენ ზოოპარკის ბინადარ ცხოველებს, უყვებიან მათი თვისებების, საცხოვრებელი ადგილებისა და ქცევის თავისებურებების შესახებ. ტური ეგზოტარიუმის დათვალიერებასაც მოიცავს. შემეცნებითი პროცესის ეფექტიანობისთვის პროგრამაში შეტანილია სახალისო თამაშები, რომლებიც უმარტივებს ბავშვებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას და მეტად საინტერესოს ხდის ექსკურსიას.
პირობები:
საექსკურსიო პაკეტის ღირებულება ერთ ბავშვზე – 4 ლარი.
ექსკურსიის ხანგრძლივობა – 2 საათი.
ჩაწერა ერთი კვირით ადრე!
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088
მობ.: (+995) 595 906790
ელფოსტა: education@zoo.ge