ზოოლოგირმა პარკმა, როგორც დაწესებულებამ, სანამ ის დღევანდელ სახესა და დანიშნულებებს შეიენდა, მრავალი ცვლილება და ტრანსფორმაცია განიცადა. XIX-XX სს-ის განმავლობაში ზოოპარკები ვითარდებოდნენ და თანდათან მათი დანიშნულება, სამხეცეების ტიპის კოლექციებიდან - კონსერვაციულ ცენტრებამდე გარდაიქმნა. ახლა უკვე სიტყვა „სამხეცეს" ხმარობენ ძველი ტიპის ზოოპარკების აღსაწერად, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდნენ ცხოველების რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სახეობების გამოფენას და ფაქტიურად არ ითვალისწინებდნენ ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელ პირობებს. აქ მოხვედრილი ცხოველების უმეტესობა ბუნებაში იყო დაჭერილი და მათი ტყვეობაში გამრავლება ფაქტიურად არ ხდებოდა.
მეცხრამეტე და განსაკუთრებით მეოცე საუკუნიდან კი ზოოპარკებმა თვისობრივად ახალი სტატუსი შეიძინეს. მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაიზარდა მათი როლი და დანიშნულება. თანამედროვე ზოოპარკები სულ სხვა ტიპის დაწესებულებებად გადაიქცნენ და დღესდღეობით მათ ძირითადი დანიშნულებები და მიზნები შემდეგია:
კონსერვაცია
ბუნებაში ცხოველების მრავალი სახეობის გადაშენება ჩვენი ცივილიზაციის განვითარების გარდაუვალი შედეგია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი იკავებს და ცვლის პლანეტის სხვა ბინადართა საცხოვრებელ ადგილებს. იშვიათი სახეობების უმრავლესობა გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა, მათი პირდაპირი განადგურების ან ადამიანის მიერ მათი საბინადრო ადგილების გადაჭარბებული გამოყენების გამო. თუ ბუნებაში ამ სახეობების დაცვა გარკვეული მიზეზების გამო ჯერ შეუძლებელია, საჭიროა მივმართოთ პოპულაციების რაოდენობის ხელოვნურ მართვას და მათ შორის ტყვეობაში გამრავლების საშუალებებსაც. ოცდამეერთე საუკუნის ზოოპარკები და აკვარიუმები კი აქტიურად მონაწილეობენ ბუნების დაცვის სხვადასხვა პროგრამებში. ხშირად ხორციელდება პრობლემური სახეობების ტყვეობაში გამრავლების და შემდგომში მათი ბუნებაში დაბრუნების პროექტები.
ზოოპარკის ამოცანა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა. ამისთვის აუცილებელია გამრალებადი ჯგუფების შენახვა. ზოოპარკი, რომელსაც აქვს იშვიათი და გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობების გამრავლების პროგრამები დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ბუნებისდამცველ, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებს შორის.
თანამდეროვე ზოოპარკები მუდმივად თანამშრობლობენ საკუთარი კოლექციების გაფართოების, გაუმჯობესების და იშვიათი სახეობების გადარჩენის მიზნით.
განათლება
განათლება, თანამედროვე ზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ზოოპარკებში შექმნილია საგანმანათლებლო ცენტრები, საექსკურსიო, მოხალისეთა და სამეურვეო პროგრამები, რაც ვიზიტორებს გარემომცველ სამყაროსთან დაახლოებაში ეხმარება. მისი უნიკალური და მთავარი საგანმანათლებლო როლი იმაში მდგომარეობს, რომ ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ დააკვირდნენ და უკეთ გაეცნონ ადგილობრივ და მსოფლიო ფაუნას.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვებზე, რომლებიც ზოოპარკში უფრო ახლო კონტაქტში შედიან ბუნებასთან, რაც მათში აღვივებს ცოცხალი სამყაროსადმი სიყვარულსა და პატივისცემას. ისინი უკეთ ხვდებიან მისი დაცვის აუცილებლობას. ბავშვების განათლების ერთ-ერთი სუკეთესო გზა სწორედ, რომ ზოოპარკებისა და აკვარიუმების მონახულებაა!
ზოოპარკებში, ტერარეიუმებსა და აკვარიუმებში ბინადარი ცხოველები, ველურ ბუნებაში მყოფი თანამოძმეების ელჩების როლში გამოდიან. ისინი აცნობენ ვიზიტორებს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვისა და მათზე ზრუნვის აუცილებლობას. ეხმარებიან გაიაზრონ ის საფრთხეები რომელთა წინაშეც დგას დღეს ველური ბუნება.
თანამედროვე ზოოპარკი ძალიან მომთხოვნია საკუთარი პერსონალის მიმართაც. ამიტომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა პერსონალის პროფესიული დონის მუდმივი ამაღლებაა.
სამეცნიერო კვლევები
თანამედროვე ზოოპარკებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ. ზოოპარკებში სპეციალურად მოდიან მკვლევრები და სტუდენტები, რომლებიც ზოოპარკს ლაბორატორიის სახით იყენებენ. აქ მათ შეუძლიათ ზუსტი მონაცემების შეგროვება ცხოველის გამრავლების თავისებურებებზე, ფიზიოლოგიაზე, ქცევაზე და სხვა ასპექტებზე. ამ მონაცემების შეგროვება ველურ ბუნებაში ხშირად შეუძლებელი ან ძალიან რთულია. ცხოველების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს იშვიათი ცხოველების გადარჩენისთვის მათ ბუნებრივ მდგომარეობნაში. ზოოპარკების მონაწილეობით სამეცნირო სამუშაოები ველურ ბუნებაშიც ტარდება.
რეკრეაცია
თანამედროვე ურბანიზირებული სამყაროში ზოოპარკი რეკრეაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებაა, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ თავი მოარიდონ ქალაქის დაძაბულ ატმოსფეროს და სრულიად განსხვავებულ, ძალიან საინტერესო და ცოცხალ გარემოში ამოყონ თავი. ზოოპარკი დასასვენებელი პარკების სრულიად განსხვავებული ტიპია რომელიც დასვენების, გართობის, შემეცნების და ძალების აღდგენის საშუალებას იძლევა.