სტუმრად ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.
მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – სხვადასხვა სახეობის ხოხბები, ამაყი მტაცებლები და თავმომწონე ფარშავანგები.
განახლებულ ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.
სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.
- 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე;
- 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე.
შემოსვლის ღირებულება:
ბილეთის ფასი:
- 3 წლამდე – უფასო;
- 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი;
- 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.
ეგზოტარიუმის ბილეთის ფასი:
- 3 წლამდე – უფასო;
- 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი;
- 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.
სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად.
ბილეთების ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.tkt.ge/event/267704/tbilisis-zooparki
აკრძალულია:
-
ბარიერზე გადასვლა და ცხოველთან მიახლოება. აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის გაღიზიანება და ადამიანზე თავდასხმის პროვოცირება;
-
ცხოველების კვება. საკვები, რომელიც არ არის რაციონით გათვალისწინებული საზიანოა ცხოველის ჯანმრთელობისთვის;
-
ცხოველების გაღიზიანება: ხმაური, საგნების სროლა და ა.შ.;
-
როგორც ალკოჰოლური სასმელების მიღება, ისე – არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
-
ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
-
ველოსიპედით, გორგოლაჭებითა და სკეიტბორდით გადაადგილება;
-
შინაური ცხოველების შემოყვანა (გარდა შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი მიჰყავთ ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში).