„სტუმრად ფალაბელებთან“
ფალაბელებთან (ჯუჯა ცხენები) ვიზიტისას მეგზურობას ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ. თქვენ თავლაში ესტუმრებით ფრიდასა და ფეიმოსს, სპეციალურად მომზადებული საკვებით თავად გამოკვებავთ, მოეფერებით და დავარცხნით ცხოველებს და გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს „მასპინძლებთან“ ერთად.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ერთი ვიზიტის ფარგლებში ფალაბელებს მხოლოდ 8 ადამიანი ესტუმრება.
ხანგრძლივობა:
ჯგუფის წევრები თავლაში მონაცვლეობით შევლენ (4-4 ადამიანი). ფალაბელებთან სტუმრობის ხანგრძლივობა მაქს. 20 წუთია.
ღირებულება:
ფალაბელებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი).
ფოტოგადაღება:
ცხოველებთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია.
გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.
რეგისტრაცია:
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088
ელფოსტა: education@zoo.ge