„სტუმრად ტაპირთან და ლამებთან“

ტაპირთან და ლამებთან ვიზიტისას მეგზურობას ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ. თქვენ ვოლიერში ესტუმრებით ცხოველებს, სპეციალურად მომზადებული საკვებით თავად გამოკვებავთ ტაპი-ტუპისა და მის მეგობრებს, მოეფერებით და დავარცხნით ტაპირს და გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს „მასპინძლებთან“ ერთად.

მონაწილეობა:

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ერთი ვიზიტის ფარგლებში ტაპირსა და ლამებს მხოლოდ 8 ადამიანი ესტუმრება.

ხანგრძლივობა:

ჯგუფის წევრები ვოლიერში მონაცვლეობით შევლენ (4-4 ადამიანი). ტაპირთან და ლამებთან სტუმრობის ხანგრძლივობა მაქს. 20 წუთია.

ღირებულება:

ტაპირთან და ლამებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი).

ფოტოგადაღება:

ცხოველებთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია.
გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.

რეგისტრაცია:

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088

ელფოსტა:
education@zoo.ge