„სტუმრად ცხოველთა სამყაროში“

 
მოემზადეთ უჩვეულო თავგადასავლისთვის!
სიურპრიზი თბილისის ზოოპარკისგან!
 
 
ახალი პროექტი „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“
 
თბილისის ზოოპარკი გაძლევთ სასიამოვნო შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“, რომელიც ითვალისწინებს დამთვალიერებლების უშუალო კონტაქტს სპეციალურად შერჩეულ ცხოველებთან, მათ შორის კატისებრი ლემურები, ფალაბელები (ჯუჯა ცხენები), დაბლობის ტაპირი და ლამები. ვიზიტის ფარგლებში საშუალება გექნებათ ვოლიერებში ეწვიოთ ზოოპარკის ბინადრებს, თქვენი ხელით გამოკვებოთ და დავარცხნოთ ცხოველები, მოეფეროთ მათ და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ეგზოტარიუმში ვიზიტს და გველების მოფერებას გთავაზობთ.
 
 
ღირებულება:

ცხოველებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი).

ფოტოგადაღება:

ცხოველებთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია.
გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.

რეგისტრაცია:

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088

ელფოსტა:
education@zoo.ge