მოემზადეთ უჩვეულო თავგადასავლისთვის!

თბილისის ზოოპარკი გაძლევთ სასიამოვნო შესაძლებლობას, ვოლიერებში ესტუმროთ კატისებრ ლემურებსა და ალპაკებს, საკუთარი ხელით გამოკვებოთ ცხოველები და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ეგზოტარიუმში ვიზიტს და გველების მოფერებას ვთავაზობთ. ცხოველებთან სტუმრობისას მეგზურობას ზოოპარკის თანამშრომლები – ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ.

ღირებულება:

•    20 ლარი (ერთი ადამიანი).

ხანგრძლივობა:

•    15-20 წუთი.

ფოტოგადაღება:

•    ცხოველებთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია;
•    გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.

რეგისტრაცია:

•    მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია;
•    რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი;
•    რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. N 64
ტელ.: (+995 32) 2131088
ელფოსტა: education@zoo.g
e