სტუმრად ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – სხვადასხვა სახეობის ხოხბები, ამაყი მტაცებლები და თავმომწონე ფარშავანგები. განახლებულ ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.

შემოსვლის ღირებულება:

ბილეთის ფასი:

  • 3 წლამდე – უფასო;
  • 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი;
  • 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

ეგზოტარიუმის ბილეთის ფასი:

  • 3 წლამდე – უფასო;
  • 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი;
  • 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).